„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მშობლები გახდებიან

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მშობლები გახდებიან

მსახიობები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

გამოცემა არც ბავშვის სქესსა და არც მის სავარაუდო დაბადების თარიღს ასაჯაროებს.

ჰარინგოტნმა და ლესლიმ ერთმანეთი პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. სიუჟეტის მიხედვით, მათი პერსონაჟები შეყვარებულები იყვნენ. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. მათთვის ეს პირველი ბავშვი იქნება.