ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით - Feel Like I Do გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.
პირველი სიმღერის გამოშვების შესახებ, დიზელმა თავის მიმდევრებს Instagram-ზე ამცნო და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.