გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1-ელ ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა კი +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.