დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - დღეს

დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - დღეს "რუსთავი 2" ბრიტანული კომპანია Survation-ის მორიგ კვლევას გაასაჯაროებს

დღეს "რუსთავი 2" მორიგ წინასაარჩევნო კვლევას გაასაჯაროებს - ბრიტანული კომპანია Survation ტელეკომპანიის დაკვეთით ამჯერად წინასაარჩევნო განწყობებს მაჟორიტარულ ოლქებში იკვლევს, საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი 6 მაჟორიტარულ ოლქში - ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქებში. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - ამ კითხვაზე პასუხებს დღეს 9 საათზე "კურიერის" მთავარ გამოშვებაში გაიგებთ. "რუსთავი 2" უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, პერიოდულად სხვა ოლქებში ჩატარებული კვლევების შედეგებსაც წარმოგიდგენთ. სულ გამოკითხული იქნება 9000 რესპონდნეტი.

შეგახსენებთ, Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია როგორ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული ორგანიზაცია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში.