ვახტანგ გომელაური:  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ რაც დასჭირდება არჩევნებს, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება

ვახტანგ გომელაური:  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ რაც დასჭირდება არჩევნებს, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ყველა უკანონო ქმედებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეებს არ იძიებს.

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არჩევნებს, რომლის მიმდინარეობისას არ ყოფილა განცხადებები, რომ თითქოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება თავდასხმა, არ იძიებს პოლიცია დანაშაულებებს, ამაში ჩართულია მმართველი ძალა და ასე შემდეგ - ამ ტიპის განცხადებები ყოველი არჩევნების დროს კეთდება. მე ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყველა საქმეზე ხდება რეაგირება და სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, აქედან გამომდინარე ხდება დამნაშავეთა დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში თუ რაც დასჭირდება არჩევნებს ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ პარტიების წევრების მიმართ განხორციელებულ შანტაჟის საქმის გამოძიებაში პროკურატურაც ჩართულია.

„ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ დავიბარეთ არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, როდესაც პარტიების წევრებს აშანტაჟებენ და ამიტომ ჩვენთან ერთად ჩართულია პროკურატურა და მაქსიმალურად გვინდა, რომ გამოვავლინოთ ეს თემა“, - განაცხადა მინისტრმა.