ირაკლი ხახუბია: ჩემი მიზანი   მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

ირაკლი ხახუბია: ჩემი მიზანი   მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნების„  ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია  ფოთის მუნიციპალიტეტში ბარათაშვილის, ზამბახიძის , მიქაბერიძის, სააკაძის და ფაზისის  ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრა ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა.

კანდიდატის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში  ამ უბნებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო  ახალი გზა ბარათაშვილის ქუჩიდან მალთაყვის ზოლამდე, ზამბახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვა. უახლოეს დღეებში ბარათაშვილის ქუჩაზე იწყება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,მიქაბერიძის ქუჩაზე კი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

ფაზისის ქუჩაზე სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით,  ,,აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა,  სადაც ასობით ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული.

„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი  იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.საგზაო ინფრასტრუქტურა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება  უმთავრესი პრობლემური საკითხია, რომელიც ამ უბნების  მოსახლეობას აწუხებს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა”-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.