კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 სექტემბერს აღინიშნება, ვიდეომიმართვა გაავრცელა. კარლ ჰარცელმა საქართველოსა და ევროკავშირის შავ ზღვაზე თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და ქართული მხარის მზარდ პოტენციალზე ისაუბრა.

„ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. განხორციელდეს საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12 ათასზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 500 მილიონი ლარია. გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს“, - აღნიშნავს ჰარცელი Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.