დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კორონავირუსის მორიგი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26-ე ინფიცირებული ბათუმში გარდაიცვალა.
„აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.