ალვარო მორატა მადრიდის „ატლეტიკოდან“, „იუვენტუსში“ გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BleacherReport-ი ავრცელებს.
27 წლის ესპანელმა ფორვარდმა ტურინის გუნდთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, 2021 წლის ზაფხულში კი იტალიელებს მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებშიც გამოდიოდა და ყველა ტურნირზე გამართულ 93 შეხვედრაში 27 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იტალიის ბოლო წლების საუკეთესო გუნდში მორატა 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.