„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ბარსელონაში“ დღეს სამხრთამერიკელ ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წელს გადავიდა. 283 თამაშში მან 198 გოლი გაიტანა და 109 საგოლე პასი მიითვალა.
„ბარსელონასთან“ ერთად სუარესმა ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.