ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა.
ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.
დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელთანაც აქამდე გამართული ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივე თავის სასარგებლოდ დაასრულა.