გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივემ გიორგის გარეშე ცხოვრების სწავლა დაიწყო:
„მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ოჯახი არიან. კიდევ ყოჩაღ გიორგის დედას, ქალბატონ თამუნას, რომელმაც მოახერხა ძალის მობილიზება საკუთარ თავში, რომ ამ უბედურებისთვის გაეძლო. საზოგადოების მცირე ნაწილის აგრესიასაც გაუმკლავდა ღვთის წყალობით. რაც შეეხება გიორგის მამას, ლევანს, კაცის ბუნება ალბათ სუსტია მდგრადობის თვალსაზრისით“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „სწორი ხაზის“ მირიან ნიკოლაძემ.