სოსო მანჯავიძე: „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პროკურატურის დაცვა მომიწევდა“

სოსო მანჯავიძე: „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პროკურატურის დაცვა მომიწევდა“

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გულწრფელად მაინტერესებს, იმ ადვოკატებს, რომლებიც დგანან და მიხეილ რამიშვილს სოლიდარობას უცხადებენ, მოსწონთ მისი საქციელი თუ მათთვის ყველაფერზე მაღლა პროფესიული სოლიდარობაა?

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პროკურატურის დაცვა მომიწევდა.

რას ითხოვს ეს ხალხი, რომ მტკიცებულებების აშკარა გაყალბების ფაქტიც არ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რახან საქმე ადვოკატს ეხება?

თანაც გაყალბება მოხდა აშკარა პოლიტიკური შეკვეთით, რათა განმტკიცებულიყო გვარამიას ერთდროულად შიზოფრენიული, მავნებლური და ვირეშმაკურ-პოლიტიკური ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

"ციანიდის საქმე" მახსენდება, რა საოცრებებს ამბობდა და აკეთებდა რამიშვილი, მეგონა , რომ მეტ სირცხვილს აღარ ჭამდა და გაჩერდებოდა.

შენც არ მომიკვდე, როგორც იმერეთში ამბობდნენ, ახლა საერთოდ გახვრიტა ფსკერი.

მამამისს, ცხონებულ ოთარ რამიშვილს კარგად ვიცნობდი,ხშირად იყო ჩვენთან ოჯახში, ბევრჯერ მოგვილხენია, ზურასაც ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას, მერე გასტროლებზეც დადიოდნენ ერთად.

ამიტომ თავს ვიკავებდი ხოლმე მისი ქცევის შეფასებისგან.

მაგრამ სინდისზე საბოლოოდ აიღო ხელი და მარაზმის ახალ სფეროებს ქმნის, არადა, ძველებშიც ყელამდე ვართ ჩაფლულები.

ღმერთმა გონზე მოიყვანოს ისიც და მასთან "სოლიდარულებიც."“

Aburjga Tasmanieli Aburjga Tasmanieliგვარამიამ და ნ.მელაძემ უბედური გოგონას ტრაგედიის ფაქტზე შეთხზეს რეალითი შოუს სცენარი,შემდეგი მიზნებით: 1. საკუთარი ტელევიზიების ყურებადობის გასაზრდელად და 2. სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციისათვის! ამას ჩვენ ვაკვირდებით გოგონას გაუჩინარებიდან ყოველ დღე! მე ვერ ვილაპარაკებ თეონა თამაზაშვილზე იმ მიზეზით, რომ ანგელოზი გოგონა გუშხამ მიაბარა მიწას! რაც შეეხება რამიშვილს ვფიქრობ ის გვარამიას მიერ არის ან გაბრიყვებული ან დაქირავებული. უკანასკნელ ხანს გამოჩენილი ვინმე ფუცხვანიძეც აშკარად გვარამიას დავალებით მოქმედებს! პროკურატურასთან მისადავებელი არაფერია! საქმე სრულიად ნათელია, სამწუხაროდ თამუნამ თავი მოიკლა! საქმე დახურულია!
1 დღის უკან
3 წლის უკან
ზაზა 007
3 წლის უკან