დათო ხვადაგიანი: „უსინდისობის და უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინება „ტვ პირველის“ მიერ !!!“

დათო ხვადაგიანი: „უსინდისობის და უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინება „ტვ პირველის“ მიერ !!!“

სპორტული ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:

"უსინდისობის და უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინება „ტვ პირველის“ მიერ !!!

შემომეყურა ახლა გადაცემა „პირველი ხაზი“, რომელშიც თემაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ინტერაქტივის კითხვაა უკვე დედამ...ლი, რომელიც ასე ჟღერს:

„ბოლო პერიოდში რით გახსენებენ თავს სპორტსმენები ?“ 1. კრიმინალით 2. სპორტული მიღწევებით.

ერთი სიტყვით, მიდის კვლავაც სპორტსმენთა დემონიზაცია და წარმოჩენა, თითქოს ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და უბედურება სპორტსმენები არიან !

„ქვის მხეთქავ“ არგუმენტებად წლევანდელი ფაქტი, გასროლა რაგბის კავშირში, ერთი მოჭიდავის დაკავება შარშან რაღაც კრიმინალზე და წლების წინანდელი კორცხელის ინცინდენტი მოჰყავთ !

რატომ არ უჩნდებათ კითხვა გადაცემის დამგეგმავებს და თავად წამყვანს, რომ ნახონ კრიმინალის ჩამდენები ზოგადად ვინ და რა პროფესიისანი არიან ? პროცენტულად ბოლო ადგილებზე იქნებიან ასეთი შედარებისას სპორტსმენები !

და ეს დებილი პოზიცია კიდევ, რომ რა უნდათ პოლიტიკაში სპორტსმენებს, საერთოდ ს....ის პიკია !

არგუმენტად მოჰყავთ, რომ თურმე არ გაუგიათ რაიმე სპორტსმენების მიერ გაკეთებული პოლიტიკაში ! მე ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ჩამოთვალონ ე.წ. ცნობილი პოლიტიკოსები და კონკრეტულად თქვან, რა იციან მათ მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ ?

ამავდროულად ყასიდად იხდის გადაცემის წამყვანი ბოდიშს, რომ არ მინდა სპორსტმენთა სახელის დისკრიმინაციაო, ამ დროს კი აქცენტი ზუსტად ამაზე აქვს !

სირცხვილია ასე მიზანმიმართულად უარყოფითი მხრივ სპორტსმენების წარმოჩენა და ამგვარი გადაცემის კეთება !

პ.ს. ჰმ, ცირკია ფაქტიურად, რომ „ტვ პირველს“, სანამ ეს სახელი დაერქმეოდა, ადრე „ტვ სპორტი“ ერქვა !!!“