მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია

„ისინი არიან სიძულვილით გაერთიანებული ადამიანები. თითქოს „ნაციონალური მოძრაობაში“  გაყოფა მოხდა, მაგრამ წინა არჩევნების დროს  ყველამ ნახა, როგორ მოხდა მათი ერთად შეკვრა. ეს ადამიანები არ იცვლებიან“, - განაცხადა ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა კიდევ სხვა პარტიები დაემატნენ, თუმცა მათი მომავალი ერთადერთია.

„მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია. როცა შენ არა გამარჯვებაზე და განვითარებაზე აკეთებ აქცენტს, არამედ   მხოლოდ სიძულვილზე და ვინმეს ნებისმიერი მეთოდით  დამარცხებაზე, ასეთ  გაერთიანებას მომავალი არ აქვს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.