მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ

ერთი და იგივე მიმართულებით არიან და სხვადასხვა საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ მათი შენიღბული სახე კიდევ უფრო დაიფაროს და გამოჩნდნენ უფრო მეტად ლიბერალურები და ტოლერანტულები, თითქოს ბოდიშის მოხდით, რომ განწყობა მოიპონ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაშინდელი მართვის პერიოდში პრეტენზია ჰქონდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციასა და ასევე მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჯერჯერობით უჭირს გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება ოპოზიცია მათზე აკეთებს აქცენტს.

„ეს ყველაფერი ფასია, მარტივად აღსაქმელია და ამიტომ ჩვენ არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ. თუმცა მე როცა ვხვდები მოქალაქეებს, მათმა უმრავლესობამ ეს ყველაფერი იცის. ერთადერთი, ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს და მათ ყველა შეხვედრაზე ვესაუბრები, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ და არაფრის დიდებით არ შეცდნენ, იმიტომ. რომ მაშინაც, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ახალგაზრდებს იყენებდნენ. 20 ივნისის მოვლენებსაც თუ გავიხსნებეთ, იქაც პირველივე დღიდან ეცადნენ ამ გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენებას. ეს ადამიანები არ იცვლებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.