ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.
სახლის სიგანე 1,8 მეტრია, საერთო ფართობი კი 96 კვადრატული მეტრი. ადრე ამ სახლში შლაპების მაღაზია მდებარეობდა, ახლა კი მასში ხუთსართული აპარტამენტებია მოწყობილი. სახლს აქვს ორი საძინებელი, ორი დიდი მისაღები ოთახი, ორი საპირფარეშო, სამზარეულო, ღია ტერასა და ბაღი.
სახლის მფლობელი ლონდონელი იურისტია, რომელსაც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა სურს. ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლის ფასი 950 ათასი გირვანქაა (1.2 მილიონი დოლარი).