გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბაზაზე გამრთულ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა.

ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო.

ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ჩაკვეტაძე 23 სექტემბერს, კიევის დინამოსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში მაინც არ იქნება, რადგან „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადში არ შეიყვანა.

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი ბელარუსთან ელის.