ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

მსახიობი ტომ კრუზი და რეჟისორი დაგ ლაიმანი ახალი ფილმისთვის სცენების გადასაღებად კოსმოსში 2021 წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრენის ორგანიზატორები იქნებიან კომპანიები Space X და Axiom Space. მსახიობს და რეჟისორს საერთაშორისო სადგურზე ილონ მასკის ხომალდი Crew Dragon წაიყვანს. კრუზის და ლაიმანის გარდა ბორტზე ასტრონავტი მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი იქნება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

ინფორმაცია კოსმოსში პირველი ფილმის გადაღების შესახებ მაისის დასაწყისში გავრცელდა. პროექტში მონაწილეობამ NASA-მ დაადასტურა. სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე უცნობია.