მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა

მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა.

„დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემბერს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.