ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X"-ში წერს. 

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები  შეიქმნება.

„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,"- აღნიშნავს პრემიერი.

https://x.com/pm_kobakhidze/status/1919814687656706285?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ

Aburjga Tasmanieli გასაგებია თანამდებობა გავალდებულებს ეს სისულელე საჯაროდ წარმოთქვა, მაგრამ კარგად უნდა გესმოდეს რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და ამის იქეთ საკუთარი ნათქვამის გამო მოლოდინები არც თქვენ უნდა გაგიჩნდეთ და არც საზოგადოებას უნდა გაუჩინოთ! კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივობის მოშლაზე და ქართველი ხალხის გადაშენებაზე იყო, არის და იქნება მომართული!
1 თვის უკან