რატომ? რისთვის? რა აქვთ სათქმელი? ესენი პავლიკა მოროზოვებს დაემსგავსნენ უკვე, საშიშია,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მსახიობი რამაზ იოსელიანი, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.
„ერთადერთი კითხვა დამებადა - რატომ? რისთვის? რა აქვთ სათქმელი? თემურ ჩხეიძეს რომ ენახა ეს სპექტაკლი, რას იტყოდა, მაინტერესებს. ესენი პავლიკა მოროზოვებს დაემსგავსნენ უკვე, საშიშია. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ ჩვენ დავკარგეთ ის, რაც ჰქონდა ქართულ თეატრს. არაჩვეულებრივი ტრადიციები, რომელსაც გაგრძელება უნდა, სამსახიობო, სარეჟისორო სკოლა. ბოლოს და ბოლოს, მაყურებელი გვყავს ფანტასტიკური, რომელსაც ვკარგავთ. რას ვეუბნებით მაყურებელს, რომ გვძულდეს ერთმანეთი? ვისაც უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აღნიშნა იოსელიანმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.