გიორგი შერმადინისთვის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო. „იბეროსტარ ტენერიფემ“ მისი ყოფილი გუნდი „სარაგოსა“ ოვერტაიმში 91:86 დაამარცხა.
31 წლის ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 32 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „იბეროსტარ ტენერიფე“ 23 სექტემბერს „ბილბაო ბასკეტს“ შეხვდება.