ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

კაცის და კატების გამოსახლების შემდეგ, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების შტაბ-ბინებში ცხოველებისთვის საკმარისი ფართი არ აღმოჩნდა. ამიტომ ისინი მოუწოდებენ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველები უყვარს შეიფარონ ისინი, ვიდრე მათთან ვეტერინარები მივლენ და კატებს სტერლიზაციას ჩაუტარებენ.