მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის ახალი სეზონი მთლად კარგად ვერ დაიწყო და „სოსიედადთან“ უგოლო ფრეს დასჯერდა. თუმცა, ზინედინ ზიდანი კმაყოფილი იყო იმ გარემოებით, რომ მისმა გუნდმა გოლი არ გაუშვა.
„ორი ქულა დავკარგეთ, რადგან ყოველთვის მოგებას ვცდილობთ. ზოგადად, გუნდმა კარგად ითამაშა, გოლი არ გავუშვით. პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე შანსები, მეორეში - არა.
ედეგორის თამაშით კმაყოფილი ვარ. ის ეტაპობრივად მოუმატებს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. გუნდში ბევრი ფეხბურთელი მყავს და ამჯერად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლუკა იოვიჩს არ ეთამაშა, მასთან პრობლემა არ მაქვს და არც სხვა ფეხბურთელთან“, - თქვა ზიდანმა.
მადრიდის „რეალი“ მეორე ტურის მატჩს სევილიაში, „ბეტისის“ წინააღმდგე ჩაატარებს.