ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

მამა შვილს სხვა ქალაქებშიც ეძებდა, ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას ბავშვის შესახებ. დაკარგული ბავშვის დედას ნერვული აშლილობის ნიადაგზე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.

38 წლის შემდეგ, პოლიციამ დაკარგული შვილის 70 წლის მშობლებს აცნობა, რომ მათი ვაჟი ნაპოვნია. მისი პოვნა ბაზაში არსებული დნმ-ის ანალიზით მოხდა. უკვე 40 წლის ასაკში ცზინ შუი სხვა სახელით და გვარით, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ოჯახიდან 1000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა.

ჩინეთში ბავშვებით ვაჭრობის პრობლემა მწვავედ დგას. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ყოველ წელს სხვადასხვა ასაკის 70 ათასამდე ბავშვი იკარგება.