ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი „ინსტაგრამ“ ინფლუენსერის, ჯეი მაცინის კამპანიაში ჩაერთო და ნიუ-იორკში, ქუინსში „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს, $30,000-ზე მეტი დაურიგა.
აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერი და რეპერი ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და მოგვიანებით ორივემ ვიდეო საკუთარ გვერდზე ატვირთა.
ვიდეოში 24 წლის ინფლუენსერი თავდაპირველად „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებთან მიდის და ეკითხება: როგორ მიდის ცხოვრება, როგორი სიტუაციაა კორონავირუსთან დაკავშირებით და ა.შ.
მოგვიანებით კი, 24 წლის მაცინი თანამშრომლებს ეუბნება, რომ ის იქ სიყვარულის საჩვენებლადაა და იწყებს მათთვის ფულის დარიგებას, ხოლო პარალელურად ჩნდება 50 Cent-ი, რომელიც კიდევ ბევრ ფულს არიგებს.