გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც აინტერესებს მხოლოდ თავის ძალაუფლება და ამიტომ ივანიშვილს უნდა დღევანდელობის შენარჩუნება, რაც ქვეყანას კატასტროფას მოუტანს, : სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება და საზოგადოების უდიდეს ნაწილის არჩევანს შორის, ვისაც უნდა გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები პირდაპირ ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას“, - აცხადებს ბოკერია.