გასული წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გამოჩენილი მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონის და ლუიზა მემუარებს ჩაუჯდა.
ლუიზა ჰარისონმა საგამომცემლო ფირმასთან „Southern Illinois University Press”-თან ხელშკრულ;ება უკვე გააფორმა. მოგონებების კრებული დღის სინათლეს მიმდინარე წლის 15 სექტემბერს იხილავს.
ეს წიგნი ბიოგრაფიული ხასიათის იქნება და ლეგენდარული ჯგუფისა და პირადად ჯორჯ ჰარისონის ცხოვრების ცალკეულ ნიუანსებს გაიხსენებს.
81 წლის ქალბატონს ამ ნაშრომის გამოქვეყნების იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ამჟამად ოცნება რეალობად აქცია. ცნობილია რომ წიგნში უშუალოდ მოგონებების გარდა, დღემდე უცნობი ფოტომასალა და ჯორჯის პირადი წერილებიც განთავსდება.
“ჯგუფის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა. დღემდე “The Beatles”-ისა და ჯორჯის შესახებ არაერთი მოგონებაა გამოქვეყნებული. მათი ავტორები მუსიკოსებს საერთოდ არ იცნობდნენ. ამის მიუხედავად მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ თავდაჯერებულები მსჯელობდნენ.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯგუფის შესახებ მრავალი ბინძური ჭორია გავრცელებული, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ყოველთვის მსურდა რომ ჯორჯისა და მისი მეგობრების შესახებ ობიექტური მოგონებები გამომექვეყნებინა და მათ შესახებ საზოგადოებას მხოლოდ სიმართლე შეეტყო. მსურს რომ ბიჭების შესახებ გავრცელებული მრავალი ჭორის უსაფუძვლობა ნამდვილი და რეალური ფაქტებით დავამტკიცო.” – განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს ლუიზა ჰარისონმა.