კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება, - ამის შესახებ imedinews-ს რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, შეხვედრა ოქტომბერში შეიძლება შედგეს და მასზე სავარაუდოდ ფრენების საკითხიც იქნება განხილული.

„გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია. სექტემბერში გვინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო ეს არ გამოვა. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს ეს ვითარება, შეიძლება ოქტომბერში შევხვდეთ. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, უმთავრესად - სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები და ამ დღის წესრიგის მიხედვით ვმუშაობთ. თუ ოქტომბერში შეხვედრა შედგა, ალბათ ფრენებზეც იქნება საუბარი. იმედს გამოვთქვამ, რომ გაუმჯობესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაფიქსირდება პროგრესი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.