დადგინდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსის – მეცნიერული დასკვნა ცნობილია

დადგინდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსის – მეცნიერული დასკვნა ცნობილია

ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ატიპური პნევმონია გადაიტანეს, დიდი ალბათობით, Covid-19-ით არ დაავადდებიან. სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, SARS-CoV-ი, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც S-ცილებზეა მიმართული. ეს ცილები კი პასუხისმგებელია კორონავირუსის მიმაგრებაზე უჯრედების ზედაპირზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ ასეთი სხეულებს (S309) S-ცილების უბნების განეიტრალება შეუძლია.

ამდენად, მეცნიერების აზრით, ადამიანების ორგანიზმს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მწვავე რესპირატორული სინდრომი, კორონავირუსის შიში ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ.