ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
იმ შემთხვევაში თუ „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ჩემპიონს „კლაკსვიკს“ დაამარცხებს, ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა მოლდოვის „შერიფისა“ და ირლანდიის „დანდალკის“ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, „გრანადას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილს მომზადებულ გუნდს ზაგრების „ლოკომოტივსა“ და „მალმიოს“ შორის საუკეთესო შეხვდება.
ისევე როგორც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი-ოფშიც საქართველოს ორივე გუნდს თამაშების სტუმრად გამართვა მოუწევს.