ტიაგო ალკანტარა „ბაიერნიდან“ „ლივერპულში“ გადავიდა. მერსისაიდელებმა მიუნხენელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს და ესპანეთის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ტიაგო „რეკორდმაისტერში“ 2013 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გამართულ 150 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. განსაკუთრებულად წარმატებული მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ ერთად ტრიპლეტი შეასრულა.
„ლივერპულში“ ალკანტარა 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.