„ამ გოგომ მოუკრეფავში შეტოპა და მოიშორეს, ექსპერტის დასკვნა ყალბია” - რას ამბობს კაცი, რომელმაც სატელიტური ფოტოები ოჯახს გადასცა

„ამ გოგომ მოუკრეფავში შეტოპა და მოიშორეს, ექსპერტის დასკვნა ყალბია” - რას ამბობს კაცი, რომელმაც სატელიტური ფოტოები ოჯახს გადასცა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის გახდა უნებლიე მოწმე დიდი ფინანსური აფიორის და ამიტომ, იძულებულები გახდნენ, მოეშორებინათ.

„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან... და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი"

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ რამიშვილმა საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა და ეს პირი გახლავთ დავით ფურცხვანიძე.

romani უფალმა შეუნდოს საცოდავ ახალგაზრდას, უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან თავის დაღწევას მაინც ცდილობდა. ძალიან მეცოდება. აფერისტებს კი რა გამოლევს. კიდევ ერთი გვეახლა. იცით, რა მაკვირვებს, ყველას ვერ მოთხოვ იცოდეს, მაგრამ, ჩვენი გადაადგილების ყველა ნიუანსი, რომ აღინუსხება გედჯეტების მიერ, რამიშვილისთანა ადვოკატს უნდა მოეხსენებოდეს, ან ვინმეს მაინც, ვინც იყო ამ საქმის პოლიტიზირებაში დაინტერესებული.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რომელ წყაროს დაასახელებდა, რას დაასახელებდა, რაც არ არსებობს?! თითონ იჩალიჩა, ითაღლითა და რაღაც შფოთი კიდევ დაუმატა ამ მშფოთვარედ განვითარებულ ტრაგედიას! ეს ფურცხვანიძე და რამიშვილი იდეური დოსტები არიან! დააპატიმრეთ, ტელეფონი და კომპიუტერი წაართვით, კარცერში ჩასვით განუსაზღვრელი ვადით, მალე აღიღინდება ! გამოკითხვაზე უარს აცხადებს, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.... აბა "ბესპრედელი" რას ქვია?! ეს ხომ ლობიო არ არის გინდა შეჭამ და გინდა არა?!
არ მკითხოთ ახლა, როგორ და რისთვის ჩავსავათო?!
ისე თუ გნებავთ მკითხეთ და გეტყვით?!
3 წლის უკან
mamago ამის ჰაბიტუსი უკვე დიაგნოზია!
3 წლის უკან