"წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო ნაცოპოზიციის რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე"

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

"წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო ნაცოპოზიციის რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე.

რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, სიშლეგე და გადაფსიხება დაუფარავად ეტყობათ რეიტინგდაცემულ "ნაციონალებსა" და მის განშტოებებს.

ეს ჩანს ნაცვასალ ტელეარხებზე თუ სხვა საჯარო გამოსვლებში. "დააგვირგვინეს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ.

მყარი კონტრარგუმენტები, შინაარსიანი კრიტიკა, ალტერნატიული პროექტების შეთავაზება. ასეთი რამ არ ახასიათებს ნაცოპოზიციას. რომ შეეკითხოთ ევროპელები არიან, მაგრამ რეალურად ანტიევროპელი პოლიტიკანები. ევროპელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები ნაცებივით არ ცირკაჩობენ იაფფასიანი "შოუებით"."