გია გაბრიჭიძე:

გია გაბრიჭიძე: "ე.წ. "ოოოოოპოზიციას", რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა რედაქციაში ვუსმენ ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, ადვილად დავინახე, რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეალურად უმკლავდება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს (ბევრ ჩვენზე ძლიერ ქვეყანაში ვარდნა 10%-ს შეადგენს), არამედ წინსვლის გარკვეული პერსპექტივებიც არის.

მე უბრალოდ მინდა მცირე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო: ამ ე.წ. "ოოოოოპოზიციას", რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ, ურჩევნიათ ეს გამოსვლა გადაახვიონ, დააკონსპექტონ და 2024 წლამდე იმეცადინონ.

ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ დასკვნას აკეთებს."