ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი ვიზიტი შეაფასა.

ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციის საარჩევნო გზავნილებს არარეალისტური და შეუსრულებელი უწოდა.

„მინუს 4 მილიარდი ლარი დაჯდება მათი არარეალისტური გეგმების შესრულება. და ეს უნდა შევავსოთ საიდან? ისევ საგარეო ვალის ხარჯზე. როდესაც დაინახეს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და საერთოს მიატოვეს დარბაზი. თუ კი ეს მათი პოლიტიკური განაცხადი და მანიფესტია, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ, კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენი ნაბიჯები არის ყოველთვის გამართლებული და დაბალანსებული. ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ოპოზიცია ცრუ დაპირებებს დაუფიქრებლად გასცემს, რადგან იცის, არჩევნებს ვერ მოიგებს და შეუსრულებლობისთვის პასუხს მათ არავინ მოსთხოვთ.