ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

მე ნიკა მელიასაც მინდა ვკითხო რა უნდა გააკეთოს იმ პოლიტიკოსმა, რომელსაც ბანკი აქვს გაკოტრებული და რომელზეც მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია ზოგადად ის, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები და დაპირისპირებული მხარეები, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგს და ნაცმოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.

„ეს არეულობა, რა თქმა უნდა, წაახალისებს ამ ყველაფერს, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. იქ არის მერაბიშვილის ხალხი, ახალაიების ხალხი, იქ არის მელიას ხალხი და ა.შ. ისინი არიან გადაკიდებული ერთმანეთს, რაც ძალიან ეხმარება, რა თქმა უნდა, სწორ საარჩევნო შედეგს“, - განაცხადა კობახიძემ.