სუარესის

სუარესის "იუვენტუსში" ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

ტურინის „იუვენტუსისა“ და ლუის სუარესის ისტორია გრძელდება. ურუგვაელმა ფორვარდმა დღეს „ბარსელონაში“ ივარჯიშა, შემდეგ კი პერუჯაში იტალიური ენის გამოცდის ჩასაბარებლად გაემგზავრა.

სუარესს იმისთვის რომ იტალიური პასპორტი აიღოს B1 დონის გამოდები როგორც წერითი, ისე ზეპირი გამოცდა ჰქონდა.

ფეხბურთელს იტალიაში ჟურნალისტები დახვდნენ თუმცა, ლუისმა მათ კითხვებს თავი აარიდა. აქვე გეტყვით, რომ თუ ტურინულ გრანდში ურრუგვაელის ტრანსფერი მაინც ვერ განხორციელდა, მაშინ „იუვენტუსი“ რომადან“ ედინ ჯკოს დამატებას ეცდება.

შეგახსენებთ, სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 283 შეხვედრაში მის ანგარიშზე 189 გატანილი გოლია.