გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვენის „რაპიდთან“ მატჩის მეორე ტაიმში შეჯახების შემდეგ წვივი არის შესიებული და დიაგნოზია მსუბუქი ჰემატომა, რომელიც სულ მალე ჩაცხრება და 21 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს 5-7 დღეში განაახლებს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ შეხვედრაში დაუბრუნდება ჩაკვეტაძე „გენტს“, თუმცა იმის თქმა გადაჭრით შეიძლება, რომ ის 8 ოქტომბერს, ბელარუსის ნაკრებთან პრინციპული თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.