ადოლფ ჰიტლერი გრეტა გარბოთი იყო

ადოლფ ჰიტლერი გრეტა გარბოთი იყო "შეპყრობილი" - მსახიობი, რომელსაც მისი მოკვლა სურდა

გრეტა გარბო ნახევრად შვედი, ნახევრად ამერიკელი მსახიობია, რომელიც 1905 წლის 18 სექტემბერს დაიბადა, ის განთქმულია თავისი ლეგენდარული როლებითა და ყველასაგან განსხვავებული ხასიათით, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის ხშირად ცნობილია, როგორც ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი ქალი.

გრეტა სტოკჰოლმში, ღარიბ ოჯახში დაიბადა, ის ადრეულ ასაკში ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, 1922 წელს კი მისთვის პირველ რეკლამაში გადაიღეს, რის შემდეგაც ის კომედიური ჟანრის Peter the Tramp ფილმში დაამტკიცეს. როდესაც მისი კარიერა ზენიტში იყო, 1940-იან წლებში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მისი რამდენიმე პროექტი ვეღარ განხორციელდა. გრეტა საზოგადოებას ძალიან უყვარდა, ის 50-იან წლებში პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მსახიობად დასახელდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი მოხიბლული იყო გრეტა გარბოთი, პირველი ფილმი, რომელიც ჰიტლერმა მისი მონაწილეობით ნახა და ძალიან მოეწონა ეს 1936 წელს გადაღებული Camille-იაა, რომელშიც გრეტა ფრანგი ქალის როლს თამაშობდა. მსახიობი ჰიტლერის ფავორიტი შემსრულებელი გახდა და მას გერმანიაში ჩასვლასაც სთხოვდა. გრეტამ მოწვევას უარით უპასუხა, შემდეგ კი ინანა და განაცხადა, რომ მისი მოკვლის შესაძლებლობა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა.