გიორგი ვოლსკი: ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის

გიორგი ვოლსკი: ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის

„ქართულ ოცნებას“ ხაბეიშვილის ოფისის დარბევა ხასიათში არ აქვს. ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის, ეს მათი ხელწერაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას სიკეთისა და სტაბილურობისკენ მოუწოდებს.

„როცა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ სიკეთისა და სტაბილურობისკენ, წარმოიდგინეთ, რომელი იდიოტი ხელისუფლება ჩაიდენს იმას, რომ ხაბეიშვილის ან მისი მსგავსი პოლიტიკოსის ოფისი იქეთ დაარბიოს.

ამას შეიძლება ერთადერთი ახსნა ჰქონდეს. ან ადამიანები არაადეკვატურად აზროვნებენ, ან ეს არის პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ოფისი დაარბიეს.