ნაჩოს სანჩეს ამორი: გვიხარია ეუთო-ს გადაწყვეტილება საქართველოში წასვლის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი ამბავი

ნაჩოს სანჩეს ამორი: გვიხარია ეუთო-ს გადაწყვეტილება საქართველოში წასვლის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი ამბავი

გვიხარია ეუთო-ს გადაწყევტილება საქართველოში წასვლის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი ამბავი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩოს სანჩეს ამორმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შეწუხებულები ვართ, როგორ მოხდება კოვიდის გამო საერთაშორისო დამკვირვებლების ადგილზე ჩასვლა, არჩევნები და მომდევნო დღეები ყოველთვის დაძაბულია და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მონიტორები, რომლებიც სიტუაციას ობიექტურად შეაფასებენ“, - აცხადებს ევროპარლემნტარი.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არაჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებსაც აქვთ გამოცდილება დააკვირდნენ არჩევნებს.

„თუ ჩვენ შევძლებთ მათ დახმარებას, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ეუთო და სხვა ლერევანტული ორგანიზაციები, მაშინ შევძლებთ შევავსოთ ეს, რაც COVID-19-ის გამოა შექმნილი“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

საქართველოში საპარლამენტი არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.