მილიარდერმა გარდაცვალებამდე $8 მილიარდი ქველმოქმედებას შესწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.
89 წლის ჩარლზ „ჩაკ“ ფინმა გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა, რომ ქველმოქმედებისთვის და სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის თავისი ქონების უდიდესი ნაწილი შეეწირა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა, თავისი და ცოლის „ტკბილი პენსიისთვის“ 2 მილარდი დოლარი დაიტოვა.
ჩაკმა მილიარდები მას შემდეგ დააგროვა, რაც 1960 წელს რობერტ მილერთან ერთად აეროპორტის საცალო ვაჭრობის კომპანია Duty Free Shoppers-ი დააარსა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ქველმოქმედი ფინის დევიზი იყო Giving While Living, რაც ქართულად „ცხოვრობდე და გასცემდეს“ ნიშნავს.