სალომე სამადაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ საქართველოს ევროკავშირის სახით ძლიერი მოკავშირე ჰყავს

სალომე სამადაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ საქართველოს ევროკავშირის სახით ძლიერი მოკავშირე ჰყავს

ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე ევროკავშირის სახით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანას აქვს რეალური პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების. ასევე, რეზოლუციაში საუბარი იმ პრობლემებზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ევროპულ მომავალს. ძალიან კარგია თუ ქვეყანას აქვს მიღწევები, მაგრამ ამავე დროს ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.