გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ ბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ უელსელი ფეხბურთელი იჯარით ერთი სეზონით გაასხვისა. ხელფასის ნაწილს ბეილს მადრიდული კლუბი დაუფარავს.
გარეთ ბეილი ესპანეთის სამეფო კლუბმა 2013 წელს „ტოტენჰემისგან“ რეკორდულ ფასად, 101 მილიონ ევროდ შეიძინა.