მირალემ პიანიჩმა „ბარსელონასთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მირალემ პიანიჩმა „ბარსელონასთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მირალემ პიანიჩმა „ბარსელონასთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოსნიელი ნახევარმცველის კატალონიურ კლუბში გადასვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, თუმცა ხელშეკრულება მხოლოდ დღეს გაფორმდა.

პიანიჩი „ბარსელონაში“ 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც წლების განმავლობაში ამ კლუბის ლეგენდას, ანდრეს ინიესტას ეკუთვნოდა.

ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე გუნდს პიანიჩის შეძენა მოუნდება, „ბარსელონასთვის“ 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. პიანიჩს კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე „მეცში“, „ლიონში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, ბოსნიის ნაკრებში კი 92 შეხვედრაში მის ანგარიშზე 15 გოლია.