„გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ვენის „რაპიდთან“ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დაშავდა.
21 წლის ნახევარმცველი მეორე ტაიმის დასაწყისში ჩინებული დრიბლინგით მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თუმცა ამავე ეპიზოდში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
დაზიანების სიმძიმე დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება. შეხვედრა „გენტმა“ 2:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ჩაკვეტაძისა და მისი თანაგუნდელების მეტოქე კიევის „დინამო“ იქნება.