„პარი სენ-ჟერმენს“ ახალი კაპიტანი ჰყავს.
ტიაგო სილვას ლონდონის „ჩელსიში“ წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ფეხბურთელებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, სამკლავური მარკინიოსს გადასცა.
26 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ გამართულ 179 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და განსაკუთრებით წარმატებული მისთვის გასული სეზონი იყო.
მარკინიოსს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ამჟამად მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და თუ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, გუნდის ახალი კაპიტანი პსჟ-ში 2024 წლამდე დარჩება.