„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ 2021 წლის ზაფხულში გუნდს დატოვებს და შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს - გვამცნობს Mundo Deportivo.
წყაროს მტკიცებით, ამ შემთხვევაში მერსისაიდელებს შემტევი ტრიოდან (ფირმინო-სალაჰი-მანე) ერთ-ერთის გაყიდვა მოუწევთ, რათა მსოფლიო ჩემპიონი შეიძინონ. „ლივერპული“ მზად ყოფილა ამ წინადადების განსახილველად. თუ მბაპე პარიზელებთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, „წითლებისთვის“ მომავალ ზაფხულს მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება, ჯეიდონ სანჩოს მაგიერ, რომლის გადაბირებასაც იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიიდან“ აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ხელში ჩაგდება ასევე მადრიდის „რეალს,“ „ბასელონას,“ „მაჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.